კიბის ავტომატური განათების სისტემა

ALMATRO ELECTRONICS – ULTRA24

 

თანამედროვე ეპოქაში კიბის ჭკვიანი განათება ოთახის ინტერიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა. ის განსაზღვრავს, როგორც ოთახის ატმოსფეროს, სივრცის მოცულობას, ინოვაციურობას, ავტომატიზირებას, უსაფრთხოებას და ა.შ. როდესაც ოთახში დიდი რაოდენობით ბუნებრივი სინათლე ვერ ხვდება, ინტერიერის დიზაინერები რეკომენდაციას სხვა სანათებთან ერთად კიბის საფეხურების სანათების გამოყენებზე გაგიწევენ. კიბის დიზაინისა და ფაქტურის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სწორად იქნეს შერჩეული სანათის ტიპი, ფერი და სიკაშკაშე.

ალმატრო ელექტრონიქსი გთავაზობთ კიბის ავტომატური განათების სისტემებს, რომელიც თქვენს კიბის საფეხურებს ლამაზს, ინოვაციურს და ფუნციონალურს გახდის. მართვის ბლოკი გათვლილია მაქსიმუმ 24 საფეხურის განათებაზე და უზრუნველყოფს ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ სხვადასხვა პარამეტრებს, რომელსაც გააჩნია ადვილად კონფიგურირებადი ინტერფეისი.

ALMATRO ELECTRONICS

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მუშაობს ადგილობრივი წარმოების ელექტრონული მოწყობილობების შექმნაზე. ჩვენ 2021 წლის აპრილში შევუერთდით ადგილობრივ ბაზარს და პირველი მოწყობილობის პროტოტიპიც მალევე წარმატებით დავტესტეთ. გუნდი აქტიურად მუშაობს საქართველოში მოთხოვნადი მოწყობილობის დამზადებაზე და ჩვენი მიზანია შეიქმნას საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტები, ხოლო შემდგომ მათი კომერციალიზაცია, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

გალერეა

კიბის განათების ავტომატური სისტემა